თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ვეგეტარიანულ კაფე "კივში" მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ შეხლა-შემოხლის ინიციატორი "ქართული ძალაა". PALITRATV.GE დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენს ნაციონალისტებად ცნობილი ახალგაზრდების მოძრაობა და რას პასუხობენ ვეგეტარიანულ კაფეში მომხდარ ინციდენტში მათ მონაწილეობაზე არსებულ ბრალდებებს. PALITRATV.GE-ს გადამღები ჯგუფი მათ სამხედრო კაფე MILITARY-ში ეწვია, რომელსაც აღნიშნული მოძრაობა ფლობს და მოძრაობის ლიდერს, ნიკოლოზ ბურნაძეს ესაუბრა.