103 წელი საქართველოს ოკუპაციიდან...
🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
იუნკერთა ხსოვნას...
ასორი წლის წინ სამშობლოს ფარად
იდგნენ ამაყად სადარაჯოზე,
მათი გმირობა გვახსოვს ქართველებს,
ისინი მტერმა ვერ დააჩოქეს.
სიცოცხლის ფასად იცავდნენ მამულს,
არ შეუშინდნენ მტრის ნასროლ ტყვიას,
დღევანდელ დღეს ხომ მათი სახელი,
იუნკერების სახელი ქვია.
სამშობლოსათვის თავდადებული
გმირთა სახელი ღმერთო აცხოვნე,
შთამომავალი იმ გმირ ბიჭების
ვალდებულნი ვართ მარად გვახსოვდეს.
დიდება გმირებს, მათ სულს დიდება,
მათით ამაყობს დღეს საქართველო,
უფალო მიეც დღეს ჩემს სამშობლოს
შვილები გმირი და სასახელო.
დღეს გლოვის დღეა, ტირის ქვეყანა,
ღრუბელი აწევს ცას ოდეს მზიანს,
დღევანდელ დღეს ხომ გმირთა სახელი,
იუნკერების სახელი ქვია...
23.02.2023 წ.
მალხაზ უღრელიძე