გუშინდელის მსგავსად, გარდაბანში დღესაც ხმაური და დაპირისპირება იყო. ქალაქის ცენტრში, პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ადგილზე შეკრებილი ეთნიკური აზერბაიჯანელები, იმ პირების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც, მათივე მტკიცებით, გუშინ რაიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დღევანდელი აქციის მონაწილეები, პარტიულ კუთვნილებას კატეგორიულად გამორიცხავდნენ. თუმცა "ქარული ოცნების" წევრები ამტკიცებენ, რომ დაძაბულობა პოლიტიკურ ნიშანს ატარებს და მასში "ნაციონალური მოძრაობის" ხელი ურევია. რაც შეეხება "ნაციონალებს", ისინის ინციდენტთან რაიმე კავშირს უარყოფენ. ვითარებაში გარკვევას მთელი დღეა სოფო ოხანაშვილი ცდილობს. პირდაპირ ეთერში ვრთავთ გარდაბანს.