რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში'' 2013-2014 სასწავლო წლის დახურვა საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის დირექციამ წლის წარჩინებული და ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას რუსთავის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია და ახლადარჩეული საკრებულოს ,,ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.