გზა რიგითი ოფიცრობიდან ჯიჰადის ლიდერობამდე - ,,მოამბე" დღეს დაინტერესდა, როგორ გახდა საქართველოს მოქალაქე ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ერაყისა და ლიბანის ჩრდილოეთ სექტორის მეთაური.
საუბარია 28 წლის თარხან ბათირაშვილზე, რომელიც წარმოშობით პანკისის ხეობიდანაა. თუმცა, სირიაში უმარ ალ შაშანის, მეტწილად კი "ჟღალი გენერლის" სახელით არის ცნობილი.
ქართველი სამხედროს ისტორიით საერთაშორისო მედიაც ინტერესდება - გენერალ ბათირაშვილს BBC ვრცელ სტატიას უძღვნის.