რუსთავის ავტობაზრობაზე, შესაძლოა, თქვენც შეგხვედრიათ ქალი, რომელიც ავტომანქანის წინ, დაჩოქილი, ერთგვარ "რიტუალს" ატარებს. როგორც სოციალურ ქსელებში ირწმუნებიან, ეს "შემლოცველი მაროა". რამდენად შეეწევა მისი "შელოცვა" ავტომანქანების მფლობელებს, ძნელი სათქმელია. ვიდეო ("შემლოცველი მარო რუსთავის ავტობაზრობაზე") მაშინვე აიტაცა სოციალური ქსელების მომხმარებელმა.