პირველი ინტერვიუ მორიგი ღია წერილის შემდეგ: კითხვები, რომელიც დარჩა, ან გაჩნდა საზოგადოებაში, ბიძინა ივანიშვილი დღეს პირველი არხის ეთერში პასუხობს.
"ოცნების" პერსპექტივები და ბიძინა ივანიშვილის როლი საარჩევნო კამპანიაში.
ვინ იღებს გადაწყვეტილებებს გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაში და რატომ დატოვა თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სასამართლო სისტემა და ლევან მურუსიძე ქართულ მართლმსაჯულებაში, ასევე ქართულ- რუსული ურთიერთობები – ეს ის საკითხებია, რაზეც "რადიო თავისუფლებისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივ პროექტში, სალომე ასათიანთან ინტერVIEW -ს დროს ყოფილმა პრემიერმა ისაუბრა.
გადაცემის ჩაწერის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის ექსპერტებს და სხვადსხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება. ყოფილმა პრემიერმინისტრმა პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწყოდა.
"ინტერVIEW" „მოამბის“ 20-საათიანი გამოშვების დასრულებისთანავე დაიწყება.