არ ვიცი, რატომ მეთბილება შენი სიტყვები,
ან შენს თვალებში, რატომ ვხედავ უსაზღვრო სითბოს,
რა მიხარია, როცა გხედავ, ამას ვერ ვხვდები,
მკერდში ჩაგეკრა, ჩემი გული, ამას რად ითხოვს,
სიყვარული რომ არსად ქრება, ეს კარგად ვიცი,
იბადება და საკუთარ თავს ბოლომდე გითმობს,
სანამ გული ძგერს, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,
ის არ მთავრდება და ყოველთვის თავისთან გიხმობს,
როცა გგონია, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა,
როდესაც სული მგლოვიარე მუსიკას ითხოვს,
როცა არ გჯერა აღარაფრის და იმედს კარგავ,
როცა, თვალებში, ცრემლების ზღვას ვერავინ გიშრობს,
ანგელოზივით უხილავი, ის შენთან მოვა,
გულში ჩაგიკრავს და გაჩუქებს უამრავ სითბოს,
ალბათ, ამიტომ მეთბილება შენი სიტყვები,
შენს მკერდში ჩაკვრას ჩემი გულიც ამიტომ ითხოვს.