_გაბედე!
და გადადგი ნაბიჯი თუნდაც იცოდე რომ წინ გელოდება სირთულეებით სავსე გზა.
გაბედე!
და თქვი რაც გაქვს სათქმელი თუ თვლი რომ დუმილს არაქვს ფასი.
გაბედე!
და იტირე,თუნდაც ქვითინმა თვალები დაგიწითლოს ცრემლები გულს მოაშორებს ჩამდგარ დარდის სიმძიმეს.
გაბედე!
და იცინე თუნდაც ხმამაღლა დაე გაიგონ რომ გიყვარს სიცოცხლე ,
გაბედე!
და იყავი ბედნიერი თუნდაც დროებით მთავარია წამები ბედნიერების,
გაბედე!
და გვიყვარდეს გიყვარდეს მხოლოდ გულწრფელად გაგკიცხონ ვერ გაგიგონ,მთავარია მოპოვებული სიყვარული.
უბრალოდ..... გაბედე!
არა ვინმესთვის რამის დასამტკიცებლად, არამედ საკუთარი თავისთვის გააკეთე ეს რომ შენ
გაბედე!
უბრალოდ გაბედე....!!
ჩვენს შვილს გამოჰყვება შენი მზერა,
ჩემი ეშმაკური ღიმილი,
მისი დაბადებით დამთავრდება
ქვეყნად თუ არსებობს ტკივილი...
ჩვენს შვილს, თვალების ფერს მე ვაჩუქებ...
შენ კი სიმამაცე აჩუქე,
ქვეყნად რაც კი არის სიყვარული
ღმერთი ჩვენ მოგვცემს და გვაჩუქებს...
ჩვენს შვილს მამასავით ხასიათი,
დედის მშვიდი სახე ექნება,
ჩვენი უსასრულო სიყვარულის,
წმინდა გაგრძელება ერქმევა...!
შვილობილი თავი 8 (ავტ. მზია კაპანაძე) დივანზე ლიკა ჩამომჯდარიყო და დეას იხუტებდა გულში. - ნამდვილად ჩვენი გოგოა შვილო. როგორ გავს ელენეს. ეფერებოდა დეას და კოცნიდა. - ბებო, რომ არ აღმოვჩნდე თქვენი, რა მეშველება მერე? უცებ ატირდა დეა. უცებ მიეჭრა მტირალე გოგოს ლექსო. - რაც არ უნდა მოხდეს დეა, შენ მაინც ჩემი შვილი იქნები, გაიგე! ჩემი შვილი. ნუ ტირი, გეყოფა. ხელი მოკიდა დეას, ფეხზე წამოაყენა და თვალებიდან ცრემლები მოწმინდა. - საშოპინგოდ მივდივართ. ბევრი რამ გვაქვს შესაძენი. სამკაულები, მაკიაჟის რაღაც-რუღაცეები, თეთრეული. დედა შენც წამოდი რა. - წამოვალ შვილო, აბა რას ვიზავ. - ფეხი ხომ არ გტკივა დეა. - არა მამა, ოდნავ მაწუხებს. - შენ გენაცვალოს ბებო, ჩემო ანგელოზო,