დღესვე უნდა გნახო
არ ღირს გადადება,
დღესვე უნდა ვიგრძნო
შენი ჩახუტება..
ხმას არ ამოვიღებ
გულში ჩაგიკრავ და
მერე ნეტარ იყოს
სულის და სხეულის
გაყრა, დაცილებაა.
ხშირად მეტირება,
რისთვის დავიბადე,
თვალზე ცრემი რატო
რისთვის არ მშორდება.
ღიმილს ნიღბად ვირგებ
სხვას არ დავანახო
სხვას არ ვაგრძნიბინო
ჩემი გაჭირვება.
არადა დავიღალე
სულ მთლად შევიცვალე,
მაგრამ გული მაინც
სიკვდილს არ ნებდება,
რა ტკბილი ყოფილხარ,
ტანჯულო სიცოცხლე,
რა ძნელი ყოფილა
შენთან განშორება.
დღესვე უნდა გნახო,
დღესვე მინდა გნახო,
იქნება ხვალინდელი
დილა არ თენდება..
უნდა გაგიმხილო
გულის იარები,
მოდი მოდი თორემ
ვატყობ გვიანდები..
მ.ბოჭოიძე