როგორ მიყვარს როცა მოდის მარტი, გაზაფხულის არეული თვეა. ხან გიჟია ხანდახან კი წყნარი, და ჩემსავით სიყვარულის ტყვეა. მეც მას ვგავარ, არეული აზრით, მოგონენებს ყოველ წამში იცვლის. ქარი მასში გრძნობასავით დაქრის, ხან მზეს კოცნის ხან ცრემლია წვიმის. თან ხალისით გადაურბენს დღეებს, ყველაფერში მორჩილებას ითხოვს. ის ჩემსავით თითქოს მარტო ვერ ძლებს, და გაქცევას ყველა თვესთან ცდილობს. მაგრამ მერე, ღამის დრო რომ დგება, ის სიგიჟეს, სევდის სახლთან ტოვებს. ყველაფერი, დროს რომ მიაქვს, ხვდება, სულ მარტო სურს თავთან განმარტოვდეს. როგორ მიყვარს როცა მოდის მარტი, გაზაფხულის არეული თვეა. ხან გიჟია ხანდახან კი წყნარი, და ჩემსავით სიყვარულის ტყვეა.