დედაშვილობა
-შენი ქათქათა ხელები,დედი,რად დაგლაქია,ჭორფლით?!
-არაფერია! ეს ისე,შვილო...ალბათ ჯაფით და ოფლით.
-შენს ნათელ შუბლზე ნაოჭებს,დედი,რად მოუქარგავთ ბადე?
-განვლილი წლები ,ფიქრით ნახედნი,კალენდარივით მადევს.
-გაშლილი მხრები რკალად რად მიგაქვს,ხომ არ გაწუხებს,დედი?
-შენ მყავდე კარგად! არ გქონდეს,შვილო,სადარდებელი მეტი!
-გული მიკვდება,ასე ადრიან,თმადათოვლილს რომ გხედავ...
-მაგ შენი გულის ჭირიმე,შვილო! შენ შემოგევლოს დედა!
-თვალებშიც სევდა ჩაგბუდებია,უპეებს ადევს მუქი.
-სულ შენ გაჩუქე,ჩემო სიცოცხლევ,რაც კი რამ მქონდა შუქი!
-რით შემიძლია გადავიხადო შენი ამაგი,მითხარ...
--მაგის თქმაც კმარა,დედის იმედო,ღმერთმა გაცოცხლოს დიდხანს!
მე დედის ვალი მომიხდია და შენ ამ სიკეთეს ხედავ,
მეტი სიმდი