ჩემი მუზა ქალია.განა დასამლია?
შენ რა იცი ,ის ქალი, ჩემთვის რა წამალია!
დიახ,დიახ ის ქალი,ვინც მე სულს მიტიალებს.
მის გარეშე ეს მიწა ჩემთვის,რომ არ ტრიალებს....
ხოდა ქალო, შენ მაინც! გაითვისე ჩემი ხმა,
ზოგჯერ უნდა იცოდე რაფერ ანდა როგორ ქნა.
ნუ გჭირდება მითები, ანდა სხვისი თითები,
როცა მოგესურვები შენთან გავიჩითები.
შემოგახვევ გულს, მკლავებს,ტუჩებს დავეწაფები...
აღარ ხედავ? მე შენსკენ,როგორაც ვესწრაფები.
როგორ მინდა ვინატრო--შენც ხომ დამეხმარები!
ტუჩს ტუჩისკენ გადმოხრი?ტუჩის ტუჩი იქნები...
თუ არადა იცოდე! სხვაფრად გაირითმები!
მერე არ თქვა ქალიო,არ არის წამალიო.
იცი როგორ ამაყობს,ბიბილოთ მამალიო...
...
ქალი ჩემთვის ქალია,რა მაქვს დასამალიო!