თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა,
თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა,
ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა,
თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან.
დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები
შეცვლის ყველაფერს, – აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას,
მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები,
შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად.
და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა,
ვეღარ ვბედავდი მეთქვა: „ტრფობა ცამდე ავიდეს!“
მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა
და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს.
თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში,
მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ