ფანჯრის წინ ვდგავარ გეძახი დედის
რად მემალები სადახარ დედი?
თვალთ ცრემლი მომდის, მომდის და მომდის
განუწყვეტლივ მასველებს დედი...
რატომ ვერ გხედავს ჩემი თვალები?
რომელიც ასე მდუმარე გელის
გთხოვ დამენახე და ნუ მაწვალებ
მეც ხომ სხვისავით შვილი ვარ შენი.
რატომ დამტოვე ამ სიცივეში?
ხელთ დამიტოვე თოჯინა ერთი?
არ მინდა მასთან გართობა ბევრი
მასაც ხომ ჩემსავით გული აქვს ერთი.!.
დედა შენი ამაგი
ძნელი მოსახდელია
ჩემზე ფიქრებში მრავალჯერ
ღამე გაგთენებია
როცა ავად გავმხდარვარ
თვალზე ცრემლი გდენია
როცა მხიარული ვარ
პირზე ღიმილი გფენია
დედა ჩემო ძვირფასო დედა
როცა მიყურებ სიხარულით ივსები დედა
მე შენს სიტყვებში სიკეტეს ვხედავ დედა
თმაში ჭაღარა შეგრევია დედა
წელიწადის დროსავით იცვლები შენცა
ბევრჯერ ვიცი გაწყენინე დედა
მაპატიე რადგან ჯერ პატარა ვარ მეცა
დედა ბოძივით იდექი მედგრად
მე შენს სახეზე ნაოჭებს ვხედავ
იყავ დღგრძელი დიდ ხანს იცოცხლე
არ დამიბერდე ჩემო ზვირფასო დედ