გამიშვი...
გაუცვდა სამყაროს ფერები.
გამიშვი,
დავბრუნდე, მოგხვიო ხელები.
გამიშვი,
მე უკვე აღარ მსურს ლოდინი!
გამიშვი...
ტყუილად ვაგდივარ ლოდივით.
გამიშვი,
ოცნება ვისწავლო თავიდან.
გამიშვი,
დავფარო ცხოვრების ვალები.
გამიშვი...
მე წავალ დღეს წინა კარიდან.
გამიშვი...
მაგრამ ხვალ ნუ დამემალები.
არ მიშვებ,
მაგრამ მაინც მივდივარ.
არ მიშვებ,
მაგრამ მაინც მშორდები.
გამიშვი...
მე ვხტები სამყაროს კიდიდან.
არ მიშვებ,
ვრჩები და სიცოცხლეს ვმონდები...
გამიშვი...
გახუნდა ნახატზე ფერები.
გამიშვი...
შორიდან მოგეფერები.
გამიშვი,
ჩრდილები მივფანტო ნათელში.
გამიშვი,
სურვილი ჩავუთქვა სანთელში.
ვიცი...
გინდა, რომ გაქციო ტკივილად.
ვიცი...
გინდა, რომ დავუშვა აფრები.
გამიშვი,
ხომ