ვიცი, რომ გიყვარს კვლავ ლექსები, ჩემი ხმა
და მეც აქ ყოველთვის შენთან ვარ, შენი ვარ.
სიტყვები ხანდახან სათქმელს ვერ ამბობენ,
სულ წავალ, შენს გვერდით სიმღერას დავტოვებ.
მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო -
იოლად მისაჩვევი, როგორც თამბაქო.
ყველაფერი ჩაივლის, შევეგუოთ ბედს,
ანგელოზი გვაჩუქებს ფაიფურის ფრთებს.
დღეს კი შენ მოგწონს კვლავ ეს ძველი სიმღერა,
ნუ ღელავ - გრძნობები შენია სუყველა.
სიტყვები ხანდახან ვერაფერს ამბობენ,
მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ.
ისევ ისე გარბის დრო - არ გვანებებს თავს,
გაუმაძღარ სიყვარულს ეს ცხოვრება გავს.
მე ასეთი დავრჩები, თუ გამიძლებს დრო -
იოლად მისაჩვევი, როგორც თამბაქო.