დიმიტრის შაბათი
ქართულ საეკლესიო კალენდარში არის ერთი დღე, რომელიც აღნიშნულია როგორც „დიმიტრის შაბათი, მიცვლებულთა ხსენების დღე“. მიცვალებულთა ხსენება ქართველთათვის განსაკუთრებული რამ არის და, შესაბამისად, ამ დღეს მრევლიც ცდილობს არ დატოვოს თავისი მიცვალებულები მოხსენიების გარეშე. მაგრამ რომ ვკითხოთ, რა არის მიზეზი ამ დღის დაწესებისა, იშვიათად ვინმემ შეძლოს ახსნა. არადა, ამ დღეს, ისევე როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაულსა და სახსენებელ დღეს აქვს თავისი დასაბამი.
1380 წლის 8 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულს რუსეთის მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის კულიკოვოს ველზე გაიმართა ბრძოლა, რუსებისა და ოქროს ურდოს ჯარებს შორის. რუსების ჯარს მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი წინამ