დაპირებული ინფორმაცია:
HollywoodLife.com-მა ჯეფ დევისთან ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ.
ექოს სახლში, ლიდია ზებუნებრივთა სექციაშია მოთავსებული. მთის ცირცელის გამო ზებუნებრივ არსებას იქ შესვლა არ შეუძლია. სკოტის ხროვაში ერთადერთი ადამიანი სტაილსია. "ლიდიას გადარჩენის გასაღები სტაილსია" - წერს პორტალი.
ამას ამყარებს ჯეფის მიერ ნიუ ორკის კომიკ-კონზე ნათქვამი სიტყვები, რომლის მიხედვითაც ლიდიას ექოს სახლიდან სტაილსი გამოიყვანს.
"ვფიქრობ, გელოდებათ ეპიკური მომენტი ორნაწილიან, მე-15, მე-16 სერიებში. არ მინდა ძალიან ჩავაცივდე ამას, გვინდა ეს სიურპრიზი იყოს, იმედი მაქვს ფანები დაკმაყოფილდებიან. შეიძლება სხვები გააბრაზოს ამან, მაგრამ ეს ხომ ყოველთვის ხდება" - აცხადებს ჯეფი ინტერვიუში.