Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
ე გეკითხები: ეგ შენი ყელი სადაფი არის, თუა ბაკარა? შენ კი მპასუხობ გულგახეთქილი: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... მე გეუბნები: შენი თვალები მწველია ისე, ვით მზე თაკარა. შეშინებული შენ იმეორებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... მე ვნატრობ: მინდა ვიყო ის სიო, მაგ თმათა რხევამ რომ გააქარა. შენ ნერვიულად ისევ ჩურჩულებ: - ოღონდ აქ არა!... ოღონდ აქ არა!... და ასე გადის მთელი ცხოვრება. მე შენზე გულში წყენა მაქ არრა. შენ მეკითხები: შევხვდებით კიდევ? - იმ ქვეყნად? ალბათ... ოღონდ აქ... არა! /გიორგი საჯაია /
როდესაც ხშირად პატიობ სარგებლობენ.როდესაც დიდხანს გიყვარს ვეღარ ამჩნევენ.როდესაც მზად ხარ ყველაფრისთვის აღარ აფასებენ და მხოლოდ მაშინ ხდები ძვირფასი როდესაც მიდიხარ და აღარასოდეს დაბრუნდები უკან!!!!!!!