რამდენი სიყალბეა... მე ცოტა დავიღალე...
ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე
გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე,
ვის რა ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე...
ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა,
ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა,
ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა,
ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა...
სიყვარულს შეგფიცებენ,აზრებს დაგახვევენ ,
გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ,
დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ,
გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ...
ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია
ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია...
ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია...
ვერ შეგემატებით... გულის ამრევია!!