იმდენ რამეზე ვხუჭავთ თვალს,
ბრმებისგან თითქმის არაფრით განვსხვავდებით.
იმდენ რამეზე ვიყრუებთ თავს,
ყრუთაგან თითქმის არაფრით განვსხვავდებით.
იმდენ რამეზე ვაჭერთ ენას კბილს,
მუნჯთაგან თითქმის არაფრით განვსხვავდებით.
არადა ჩვენ კარგად ვხედავთ, კარგადაც გვესმის,
ლაპარაკიც შესანიშნავად შეგვიძლია.
ნეტავ, მართლა ყრუები, მუნჯები
და ბრმები დავბადებულიყავით,
ჩვენს პასიურობას
გამართლება მაინც ექნებოდა.
რითმების კავალერი
წიგნიდან "ყვავილების ქოხი"