შეიძლება ზოგმა გამაკრიტიკოს კიდეც, მაგრამ რასაც ადრე ადამიანებს ვპატიობდი, ბოლო წლებია ვეღარ და აღარ ვპატიობ... თურმე გულმოწყალებასაც, სულგრძელობასაც და პატიებასაც კი ჰქონია საზღვარი... ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ადამინთა გადაფასებას უფრო მკაცრად ახდენ, ვიდრე ეს შენს ბუნებას და ხასიათს შეეფერება, მაგრამ ალბათ ამასაც აქვს თავის მიზეზები... ალბათ ის რაც გუშინ ნკალებ მტკივნეული იყო, დღეს უფრო მტკივნეულია, ან წლებთან ერთად მეტად მგრძნობიარე და გულჩვილი ხდები, ან უფრო საღი გონებით და ფართოდ გახელილი თვალებით იყურები... არ ვიცი, არ ვიცი... მაგრამ ვიცი ის, რომ მე რომ ვუფრთხილდები ურთიერთობებს, უკვე საპირისპიროდაც იგივეს მოვითხოვ, და თუ ვერ ვიღებ, ძალიან ჩვეულებრივად ვემშვ