გზა მიდის, მივყვები ბილიკთა თანწყებას,
ერთი ვარ, არ მახლავს გარშემო არავინ,
ღამეულ ჩურჩულთა ხმაური არ წყდება
და ისევ მარტო დგას ეული ქარაფი.
ავყვები მდელოებს ზამთრისგან მოქარგულს,
ბნელეთი მიპყრობს და თანდათან მაგიჟებს,
გულ-მკერდში ჩავიკრავ ოცნებებს მოპარულს
და შენზე ვიფიქრებ, ოღონდ თუ არ მიწყენ
უშენოდ დავითვლი ვარსკვლავთა შენაერთს,
მთვარესაც უშენოდ შევხედავ თვალებში
დავყვები ხეობის უბადლო ბუნებას,
ძირიდან ამოვგლეჯ ასწლოვან ბერმუხებს,
შორიდან დაგიწყებ ლამაზო ყურებას,
გული კი ჩამოჰგავს ამღვრეულ ქარბუქებს
და როცა ინათებს მზეს სხივებს მოვპარავ,
დავდნები წვეთებად, ნაკადულს ვერთვები,
მდინარის კალაპოტს სხივებით მოვქარგავ
და თუ კი მაგ ტუჩებს კიდევ ვერ შევწვდები