სიტყვა ,,დედა'', რამდენ რამეს ნიშნავს, ღვთის დალოცვას, რომელიც სულ გიცავს, დედა არის სიყვარული წმინდა, ამ სიყვარულს მე ყოველთვის ვიცავ. დედა, ძვირფასო, რა რიგ მიყვარხარ, მინდა სულ გულში, სულ გულში გყავდე, შენი თვალებით ამბობ ჩემს სათქმელს, და ამ სითბოსაც თვალებით აფრქვევ. შენთან დაცული, ბედნიერი ვარ, ვიცი, რომ მუდამ ჩემთან იქნები, ბედნიერი ვარ, კეთილი რომ ხარ, შენ ჩემო ტკბილო, ანგელოზი ხარ, რომელიც მიცავს მარად, ყოველ ჟამს... და მუდამ ჩემი ფრთები იქნები, რომ მომეხმარო ფეხზე დგომაში, არ შევუშინდე ტალღებს ბობოქარს, რომელიც მუდამ ცხოვრებას ახლავს. შენა ხარ ჩემი გულის ყვავილი, და ეს ყვავილი ხარობს ჩემს გულში, მერე ის, ერთ დღეს გახდება ვარდი, რომელიც შენი სითბოთი ყვავის. ,,დედა" ეს სიტყვა არ არის