✅️"როგორადაც სხეულისაგან სულის გაყრა არის სიკვდილი სხეულისათვის, ასევე სულისთვისაც სიკვდილია ის, თუკი ღვთის წმინდა სული განეშორება. და უმთავრესად სწორედ ესაა სიკვდილი - სულიერი სიკვდილი." ✍️ წმ. გრიგოლ პალამა
"ღმერთს ჩვენგან ჩვენივ შეცოდებათა მოსმენა იმიტომ კი არ სურს, რომ არ იცის მათ შესახებ, არამედ ნებავს, რათა თავადვე აღვიარებდეთ ჩვენს დაცემას". ღირ. ეფრემ ასურელი (IV ს). "თუ დროულად შევინანებთ და ვითხოვთ პატიებას, უფალი მოგვიტევებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ღვთის კაცთმოყვარების დამარცხება შეეძლოს". წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.).
"საკუთარი თავი და საკუთარი ცოდვები განიხილე. ამას არავინ გიშლის, რადგან ამგვარად ცოდვებსაც გამოასწორებ და არც თავს დაიზიანებ, ხოლო თუ საკუთარ თავს ყურადღებას არ მიაქცევ და სხვების მსაჯულად იქცევი, ვერც კი იგრძნობ, ისე დააგროვებ ცოდვების ტვირთს. სწორედ ამიტომ, გევედრები, ყველანაირად მოერიდე მოყვასის განკითხვას. მართალია, შენ არ ხარ მსაჯული და მხოლოდ აზრებით განიკითხავ, მაგრამ მაინც ვარდები ცოდვაში, რადგან მტკიცებულებების გარეშე და, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ ეჭვის ან ცილისწამების გამო განიკითხავ, ამიტომაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე: "თავისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავანს და გულგაუმაძღარს ვერ ავიტან" (ფს. 100:5). ... მკაცრად ნუ განიკითხავ სხვებს და ნუ იქნები სასტიკი მსაჯული,
✅️"ცოდვილთა განკითხვისაგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი - მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა." ✍️ ნეტარი ავგუსტინე
✅️"განსაცდელი ბოროტება არ არის, არამედ სიკეთე. იგი კარგს უკეთესად აქცევს. ესაა ქურა - ოქროს განსაწმედელი, ესაა წისქვილი - ხორბლის დასაფქველი, ესაა ცეცხლი, რომელიც ეკალ-ბარდებს შემუსრავს, რათა მიწამ შეძლოს, რომ მიიღოს თესლი კეთილი." ✍️ წმ. იოანე ოქროპირი
გილოცავთ ჩემო მეგობრებო დღეს 28 ოქტომბერს არის დღესასწაული ბარაქის ( პურთა სიუხვის მიმნიჭებელი) ღვთისმშობლის ხატისა. ❤️ შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლი სრულიად საქართველოს მთელ ერს, ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, სრულიად სამყაროს🙏🏻❤️ ❤️ ამ ხატთან განსაკუთრებით ლოცულობენ მატიარიალური სიდუხჭირის ჟამს.
Показать ещё