რუსეთიდან ჩამობრძანებული მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი "მოალერსე" ანუ "ყოველთა სიხარულთა სიხარული" ალექსანდრე ნეველიდან, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანეს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ხატი შობამდე სწორედ ვერის ბაღთან მდებარე, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დარჩება და ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება დედაღვთისმშობლის ხატს პატივი მიაგოს. ღვთისმშობლის ხატი ''მოალერსე", რომელიც საქართველოშია ჩამობრძანებული, არის იმ ხატის ასლი, რომლის წინაშეც წმინდა ღირსი მამა სერაფიმ საროველი ლოცულობდა. ხატს 16 წელია, რაც მირონი სდის. ამასთან, ხატის მეორე მხარეს ხელთუქმნელი ღვთისმშობლის სახეა გამოსახული. რუსეთის ეკლესიის დელეგაციამ ხატი 4 დეკემბერს ჩამოაბრძანა. ისინი საქართველოში