მწუხარების ზარი რეკავს ჩვენს მიწაზე.. ჩვენს სამშობლოს გაუჭირდა დედა ტირის. ტკივილს გული ვეღარ იტევს თვალებს ნამავს. ღმერთო,ჩემო! საქართველოს როგორ უჭირს.. რა ძნელია როცა ტირის შვილი დედას!? მონატრებით თვალებს ცრემლი ედინება.. სული ტირის,დედას გული შეეკუმშა,ვეღარ იტევს მონატრებას შვილებისას.. რა ძნელია იზრდებოდეს შვილი მარტო, რა ძნელია დედის შვილთან დაცილება.. უდედურად იზრდებიან პატარები... დედის სითბოს ბებიები ანაცვლებენ.. მაგრამ დედა სულ სხვა არის..სულსა წვდება.. ყველა ტკივილს დედის სითბო დაგავიწყებს..დედის სითბო,შვილს მალამოდ გულს ედება..ყველა ტკივილს დედის ლოცვა დაგავიწყებს.. გთხოვ! უფალო,დაუბრუნე დედას შვილი.. შვილს კი დედა დაუბრუნე, გთხოვ! უფალო.. ემიგრანტი დედის გული დატანჯული..