ეს მე ვარ ქალი,
შენი მეორე ნახევარი,
ამოღებული ცალი ნეკნიდან, პატარა ძვალი,
და შენი აზრით, გადაუხდელი დამრჩება, ალბათ
მთელი ცხოვრება, მე შენი ვალი.
მაგრამ ხომ იცი? - არ მითხოვია და ცალს კი არა,
თუნდაც ორივეს მე დაგითმობდი,
რომ ყოფილიყო ეს ჩემი ნება....
მაგრამ განგებამ ასე ინება -
მე გამაჩინა სიყვარულისთვის,
შენი გულისთვის, გულისთვის რათა,
არ ყოფილიყავ შენ მარტოდ მარტო,
მაშ რაღა გინდა ადამის მოდგმავ?
რა არ გასვენებს? გულსა მტკენ რატომ?
მე შემიძლია თუნდაც ახლავე
შენ დაგიბრუნო უკან ეს ვალი,
მაგრამ შენ თავად მოითხოვე,
არ გახსოვს? - ქალი....
მაშ მოისვენე და შეიგონე,
რომ შენ თავად გაქვს ღმერთის ვალი! ...
ირმა ზუმბულიძე