ყველას ვიღაცა გვიწოდებს ლამაზს,
ხან გარეული, ხან შინაური,
ყველა ადვილად მიხვდება განა,
ხუმრობაა თუ ქათინაური.
ვინმე ვინმესთვის გზა არის დიდი,
ვინმე ვინმესთვის არის იმედი,
განა ყოველთვის სიმღერით მიდის
სიჭაბუკიდან გზა სიბერემდი.
მე ვინც მგონია მკაცრი და ცუდი,
ჩემთვის ვინც არის კაცი უგულო,
არის სხვა ქალი - ვინც წლობით უცდის,
და საწუთროში მისით სულდგმულობს.
ზოგჯერ სიცოცხლეს დაუსვამ წერტილს,
სახეს ღრუბელით ჩამოიქუფრებ,
და მაინც სადმე სიყვარულს შენს წილს
იპოვი, როგორც გრემის სიტურფეს.
ხან დაბერდები კაცთან შემთხვევით,
მოკვდები, როგორცზამთრის ცივი დღე,
ხან უცხოს სადმე შეეფეთები
და მთელ სიცოცხლეს ვეღარ ივიწყებ.
რადგან ბუნება არ გვრჩება ვალში
რაღაც სიკეთით ყველას მოგვმადლეს,
იმედის ზღვაში თეთრი აფრე