$$$$
მაია ასათიანის განცხადება რომელიც ახლახანს გავრცელდა
მაია ასათიანი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დაუდგა მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში. „სიტყვები არ მყოფნის, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თანადგომისთვის! ყველას, ჩემს საოცარ მეგობრებს ერთი წუთით მარტო რომ არ მტოვებდნენ, ჩემს კოლეგებს, ვისი გვერდში დგომაც არნახულ ძალას მმატებდა, უნიკალურ ადამიანს, თეა გვარამიას, რომ არა ის – მე არ ვიქნებოდი! ჩემი შვილის მეგობრებს თბილისში და მეგობრებს საფრანგეთში, ნუცასთან რომ გაატარეს ყველაზე რთული წუთები, საოცარ გოგოს მარიამ გეგუჩაძეს და მის დედას, ნანუკას – ცოცხალი რომ ჩავედი პარიზში, ამ პატარა გოგოს დამსახურებაა!.. საქართვე
რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი...