ღმერთო ამიხსენი რატომ დავიკარგე? გული რატომ არ სცემს თუ კვლავ ცოცხალი ვარ?
ასე უსაშველოდ რატომ დავიღალე, რატომ აღარ ველი შვებას მომავლიდან?
ღმერთო, გადამეხსნა ყველა ჭრილობები, მარტო ვეღარ ვებრძვი ყველა დანაშაულს,
ადრე წაქეული შენით წამოვმდგარვარ, ახლა დახმარებას შენც კი ვეღარა გთხოვ.
ალბათ შორს წავედი,ალბათ ხელი გიშვი,ალბათ დაგპირდი და აღარ შეგისრულე,
შენ ხომ მოწყალე ხარ ღმერთო დიდებულო?! მტკივა...ყველა ტანჯვა სულში შევისრუტე.
მე თუ წავიქეცი,შენ არ მიმატოვო, ამ შიშის უფსკრულში ჩავარდნილს მიშველე,
უფალო შენა ხარ ერთი, ვისიც მჯერა, ადამიანი კი ყოველდღე მიმეტებს.
იქნებ დამიბრუნდე? იქნებ ამაყენო? ეკლებს გამარიდო გზაზე დამაყენო?
ძირს რომ გავაბნიე ჩემი იმედები,ისევ ავკრიბო და შენით გავამზეო.
ზოგჯე