ახლა შინ და გარეთ ავდარია,
ალბათ შენი ეზოც დატბორა,
მე აღარ მოვდივარ რახანია,
უფრთო ბეღურამაც დაგტოვა.
დიდი სურვილები შეგისრულე,
წავედი უპირობოდ,უცრემლოდ,
გავყევი ბილიკებს შენისლულებს,
ალბათ რა კარგია უჩემოდ!...
გიყვარს სიცივე და გაიხარებ,
(ისე ვარ ცარიელი-შენ რომ იცი,)
მთელი მონატრება გავიხადე,
მთელი უშენობა შემოვიცვი.
ახლა მე მჭირდება სხვა სამყარო,
სითბო ყველას ხომ არ აწუხებს?!
მინდა ყველაფერი გადავყარო,
რაც არ მარგია და მარწუხებს
შემოიხსნი და დავსრულდებით,
ყელზე შემოგრჩება იარა,
გვიან ენანებათ წასულები,
თურმე თავის დროზე კი არა.
ჩიტის ნაფეხურებს გამოყვები,
ფრთა რომ ტვირთად ჰქონდა,ლოდივით,
ხმელი ნამცეცებით გამოკვებილს,
მაინც რომ შეეძლო ლოდინი.
შენ კი არასოდეს შეგიყვარდა,
მისი ამინდებ
მოდი,დავბრუნდეთ შორი გზიდან,სადაც წავედით!
უერთმანეთოდ ფრთამოტეხილ ჩიტებს ვემსგავსეთ,
ბუდეს რომ მარტო აშენებენ წვალებ-წვალებით,
დავიღალეთ და ნაპრალები ვეღარ შევავსეთ.
მოდი,დავბრუნდეთ გაზაფხულზე ანდა ახლავე,
მე ხომ სეზონებს ვერ ვანსხვავებ,როცა არახარ,
სანამ ეჭვები გადანახულ გრძნობას დახრავენ,
ვიდრე ლოცვები მომყვებიან ისევ მხარდამხარ!
მოდი,მითხარი,რომ თბილია ახლა აისი,
რომ შემოდგომა შეიფერა ისევ საჩვენოდ,
მოდი ისევ და ხელისგულზე ფრთხილად დამისვი,
მერე საყდარში ერთმანეთი უფალს ვაჩვენოთ.
ვუთხრათ-,,დავბრუნდით,"რთული იყო თუმცა ლოდინი!
(ჩვენი ჯვარცმით და შეცდომებით ვგავდით არავის,)
გულიდან შიში მომშორდება მძიმე ლოდივით,
შიში გაბზარულ სხეულიდან სულის დაკარგვის.
ხშირად აღმართი ხსნა არის და მადლის
ჩამოთოვს მალე,ჩამობარდნის,
ჭაღარა ხეებს გააფითრებს,
შიში მაქვს ზეციდან ჩამოვარდნის,
მიწაზე დაცემა არ მაფიქრებს...
ჩამოთოვს მალე და შინ დავრჩები,
(არ მიყვარს ცივ გზაზე ხეტიალი!)
არ გვაქვს სეზონები ასარჩევი,
მაგრამ არჩევაზე მეტი არის
ყველა სეზონის დროს მზესთან დგდომა,
სული მოთმინებით გამომთბარი,
თითის წვერებზე დგას შემოდგომა,
ქუსლებს აბაკუნებს გზად ზამთარი.
ჩამოთოვს მალე,ჩამობარდნის,
ლოლოს ჩამოჰკიდებს ყანწივით,
შენ წლებში ტყვესავით ჩამიბარდი
და როგორც დაჭრილი არწივი
დგებოდი,იბრძოდი და მარცხდებოდი
დროდარდრო და ისევ თავიდან...
იმ ომშიც შენს გვერდით დავდგებოდი,
მე დღესაც შენს ტყვიებს ავიტან
სხეულში,სულში და ოცნებებში
არა აქვს მოლოდინს სასრული,
ბავშვობის ბილიკებს ვერ შევეშვი,
სხვა გზაზე დაღლი
მიმზერს შემოდგომა ზეცის ფანჯრებიდან,
ჭერზე ღრუბლებია მკრთალი ალაგ-ალგ,
მალე ხურმის ხეზე წყვილად დაჯდებიან,
ჭრელი ჩიტები და ჩვენ დრომ დაგვალაგა
რაღაც უცნაურად,დიდი შეცდომებით,
წლები მოვიტოვეთ უკან უღიმღამო,
ზეცას ავდრის გამო მუდამ ვეცოდებით,
შენ კვლავ მომავალთან დგეხარ უხილავო,
როგორც მოჩვენება,რწმენის ანარეკლი,
როგორც დაღუპვა,როგორც გადარჩენა,
ბევრი შევწირეთ და ბევრი დავაკელით,
ჩვენს წილ ცხოვრებას და დროის განაჩენმა
გზასთან მოგიყვანა ისევ დაკარგული,
ზოგჯერ გვიანია ბედთან შეჯიბრება,
დგეხარ ისე მშვიდად როგორც ნაკადული,
მე კი ნიაღვარი ყელში მებჯინება.
შენი არყოფნის და ჩემი აღარ ყოფნის,
მწველი გრძნობებიდან მდნარი ნიაღვარი,
მხოლოდ წლები დაგვრჩა ორად გასაყოფი,
ცივი აგვისტო და ცხელი იანვარი...