მე როცა მიყვარს, მაშინ დავდივარ მხრებში გაშლილი,
მე როცა მიყვარს, სულაც არავარ ნერვებაშლილი...
მე როცა მიყვარს, მაშინ ღიმილი სახეზე მაზის
მოტრფიალე ვარ გრძნობების ბაზის...
მე როცა მიყვარს, მაშინ სამყაროს სხვა ფერი უჩანს,
მე როცა მიყვარს, მაშინ მსუბუქად დავაბიჯებ მთასა და ქუჩას...
მე როცა მიყვარს თვალები მიგავს ციცინათელას,
ვიცი არ ვიწყებ ფეხქვეშ გათელვას...
მე როცა მიყვარს საგულე მაშინ წინსვლისკენ მიწევს,
მე როცა მიყვარს მაშინ ცხოვრება ბრძოლაში მიწვევს...
მე როცა მიყვარს, სახე მეწვერება,
მე როცა მიყვარს, ლექსი მეწერება...
მე როცა მიყვარს გრძნობის ვსვამ ყანწებს
და ეს გრძნობები მწვერვალზე ამწევს...
განა მაგრამ და, განა ხოლომდე,
მე როცა მიყვარს, მიყვარს ბოლომდე!.