სულიერების უმაღლეს საზომს მიღწეული ერთი ღმერთშემოსილი წმინდა ბერი ღმერთს შეევედრა, უფალო, მინდა ვნახო, როგორ გადიან სხეულიდან ცოდვილის და მართლის სულებიო. უსაზღვროდ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ისმინა მისი ვედრება და თავისი განგებით იგი ერთ ქალაქთან მიიყვანა.
თავდაპირველად ბერი ქალაქგარეთ მდებარე მონასტერში გაჩერდა, სადაც ერთი დიდად სახელოვანი და ხალხში სახელგანთქმული, მაგრამ საქმით უვარგისი, მონაზონი სიკვდილს ებრძოდა. ბერმა ნახა, რომ დიდი მწუხარება იყო ირგვლივ. მსხვილ კელაპტრებსა და ლამპრებს ამზადებდნენ. მთელი ქალაქი მისტიროდა და გლოვობდა. ასე მოთქვამდნენ, პურს და წყალსაც კი მისი ლოცვით გვაძლევდა ღმერთიო.
როცა სიკვდილი მოახლოვდა, ბერმა, ღმრთის განგებით, დაინახა, რომ გაიღო ჯოჯოხეთის ტარტარ