ზამთრის ღამეა, ბნელი, უმთვარო, ერთად მოდიან ქარი და თოვა, სოფლის მახლობლად მარტოხელა მგელს, გარს შემოერტყა ძაღლების ხროვა. დამღუპველ რკალში მოექცა მგელი, და გამოსავალს ღირსეულს ელის, იგი არ შესთხოვს მონებს დანდობას, არ უღალატებს ველურ ჩვენებას. რისხვით ანთილი, უღრენს ნაგაზებს, ჩამომეცალეთ, გახსენით რკალი, რატომ მიიჩნევტ რომ თქვენს წინაშე, მიმიძღვის ბრალი, ან მადევს ვალი. თქენ თვით ირჩიეთ მონური ხვედრი, თუმც გარეგნობით ხართ ჩემი მსგავსი, მტრის სამსახურში გადაგავიწყდათ, თავისუფლების გემო და ფასი. სხვისი სიმშვიდის ერთგულები ხართ, და ნასუფრალსაც ჯერდებით სხვისას, თავისუფლების მტრებად ქცეულხართ, თქვენ, საფასური გახრული ძვლისა. მე ჩემი გზა მაქვს, ჩამომეცალეთ, გიჯობთ იგემოთ ბატონის წიხლი, რკალი გახ