ბზობა ცა არის ღრუბლით ნაქსოვი, დრო სიტყვის მადლით განცდილი, ბზის ტოტებს უფენს მაცხოვარს ტაძრის წინ მდგარი აპრილი... ჩოჩორს დაადგეს უღელი, გზა ურემივით ჭრიალებს და გაზაფხული ქუჩებში კვლავ პალმებს ააშრიალებს. ძელს მიადგამენ ხარაჩოს, მზეს სცნობს ბარის და მთის წესი, მინდვრებს აავსებს ყაყაჩო სისხლით ჯვარცმული ქრისტესი... ცა არის ღრუბლით ნაქსოვი, გზა სიტყვის მადლით განცდილი, ბზის ტოტებს უფენს მაცხოვარს ტაძრის წინ მდგარი აპრილი... სოსო ნადირაძე
ყველაფრის მიღმა ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად, ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს, ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა, ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ.. ქართული გულით მივდივართ ისევ, და რადგან ლექსის ვაღმერთებთ რეფრენს, ზურგით ვატარებთ დაგესლილ ისრებს, ფეხისგულებით შხამიან ეკლებს... მზე - ურმის თვალი მაინც მიგორავს, დაგრძელებულან მწუხრის ჩრდილებიც და დაწრეტილნი სტრიქონ-სტრიქონად მამულის მტვრიან გზებზე ვილევით... ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად, ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს, ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა, ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ... სოსო ნადირაძე
  • Класс
ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ, კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს, კი არ გაყიდე დედა და ცოლი, ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე... ოჯახს გავიწყებს "ლომკები" ხშირი, და სიძულვილის ტყეში წანწალებ, კი არ გაყიდე და, ძმა და შვილი, ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე... ძლივს რომ მიბობღავ მიწაზე ქშენით, ტკივილისაგან სულ რომ კანკალებ, კი არ გაყიდე სამშობლო შენი, ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე... ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ, კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს, კი არ გაყიდე დედა და ცოლი, ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე... სოსო ნადირაძე
ეთლემიდან ამოვიდა მზე ბეთლემიდან ამოვიდა მზე და ცა იყო უბოლოოდ ლურჯი, ეს მზე გასწმენდს, ქუჩებსა და გზებს, მოიკიდებს წუთისოფლის ხურჯინს, ბეთლემიდან ამოსული მზე, გოლგოთაზე დაატყვევეს წუთით და სტკიოდა ნაბიჯები მწყემსს, ცა კი იყო უსასრულოდ ლურჯი. ბეთლემიდან ამოსული მზე, მკვდრეთით აღსდგა და ის იყო სრული, ბევრ დამაშვრალს ის ჩამოსწმენდს ცრემლს და ბევრ მწყურვალს ის მოუკლავს წყურვილს! სოსო ნადირაძე
Показать ещё