სული დამეღალა ღმერთო,
გულზე სიამაყე მეწვის,
სევდა კიდევ უფრო ნაღვლობს,
უმძიმს მწუხარებით შეშლილს.
ვეღარ გავასწორე მზერა
ვეღარ შევეგებე მერმისს
სადაც გავიხედე ბნელა
ირგვლივ ხიდებია ბეწვის
ჩემ წილ ჯვარს მოვათრევ დღემდე
უკვე დამეღალა მხრები
ფეხი ამერია გზებზე
მალე დავიჩოქებ ვხვდები.
ახლა ზუსტი დროა ლოცვის,
მონანიების და ცრემლის,
სხვა აღარაფერი ძალმიძს
სხვა არც არაფერი მშველის.
ღმერთო ამიხილე თვალი
გულის,გონების და რწმენის,
გთხოვ გამომიწოდე ღმერთო
შენი მადლმოსილი ხელი.
ლოცვად გადმიქციე სიტყვა,
რისხვა ჩამიკალი გულში
თმენა შემასწავლე ღმერთო,
რწმენა გამიღვივე სულში...
თორემ მიძნელდება ხედვა,
ბოროტი თვალნათლივ მებრძვის,
შენსკენ მოსასვლელი გზები
ხიდად გადამექცა ბეწვის
სული დამეღალა ღმერთო
გულზე იარებ