"პირველლ რიგში ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის... ჩემმა მეგობრებმა და მეუღლემ, გუშინ სრულიად მოულოდნელი საჩუქარი გამიკეთეს. არაფერს არ ვაპირებდი, 12-ს რომ გადაცდა დამირეკა მეუღლემ და მომილოცა. მითხრა უბანში ვარ და მერე ამოვალო. მეც ვიჯექი კომპიუტერთან და ვუყურებდი ფილმს... 12-ს რომ წუთები დააკლდა, გაიღო კარი, შემოიხედა ჩემმა ბიჭმა, შემომიყარეს ბუშტები და ჩემი მეგობრები საყვირებით შემოცვივდნენ ოთახში. მოიტანეს სასმელი და ნამცხვრები... მინდა, რომ სახალხოდ ვუთხრა თითოეუ მათგანს, რომ ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი მადლობა".
მადლობა ყველას ვინც ამ თვეების მანძილზე მეხმარებოდა, მირეკავდა, მამხნევებდა! უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და ძალიან ბედნიერი ვარ, ასევე უამრავი კარგი გულშემატკივარი შევიძინე და მადლობას გიხდით ყველას, ეს ჩვენი ყველასი ერთად დამსახურებაა კიდევ ბევრჯერ მიხილავთ სცენაზე გპირდებით და ბევრ ახალ სიმღერას მოისმენთ ჩემი შესრულებით უახლოეს მომავალში =)) დიდი მადლობა ყველას თქვენი ნუკა