მახსოვს, უნივერსიტეტის ეზოში ვსაუბრობდით
სტუდენტები. ჩვენგან მოშორებით ერთი ბიჭი დაეცა,
ახლოს მივედი და ვნახე გულწასული, საშუალო
სიმაღლისა და კარგი გარეგნობის ბიჭი, რომელსაც
საფერთქელთან შესამჩნევად დიდი ხალი ჰქონდა.
რამდენიმე წუთში სასწრაფომ წაიყვანა. შემდეგ
ლექციაზე შევედით. ლექციის დასრულებისას
ლექტორმა გვკითხა, დღეს რომ გული წაუვიდა მაგ
ბავშვს თუ იცნობდითო? სამწუხაროდ არცერთი არ
ვიცნობდით. ლექტორმა გააგრძელა საუბარი, თურმე ის
ბავშვი ავად ყოფილა, დედა ინვალიდი ჰყოლია და
მამას ბავშვობაში მიუტოვებია, სწორედ ამიტომ
უჭირდა უნივერსიტეტში ფულის გადახდა. ყველას
გული დაგვწყდა, ნამდვილად არ იყო კარგი მოსასმენი.
შემდეგ გავიგეთ, რომ გადაუხდელობის გამო
უნივერსიტეტიდან გაერიცხათ, არც დავინტერესებულვ
ა