ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"
"ყველანი თითქოს პატარა ნაპერწკლები ვართ, უჩინარი ქარისაგან დევნილნი."
"რა უნდა მისცეს ერთმა ადამინმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?"
"სიკვდილი - აი, რაშია ჭეშმარიტი სიდიადე, მასში აღწევს ადამიანი სრულყოფილებას, და ისიც მოკლე ხნით."
"ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები, მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი ხდები."
"პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო."
"შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი - არა."
"რისთვის უნდა სცადოს კაცმა რაიმეს შენება, თუკი მალე ყველაფერი უსათუოდ დაინგრევა?"
"შეუძლებელია მთიდან დაქანებული ზვავის შეჩერება