მითხარ, რად შეკრთი, ან თვალებს მრუმეს
რად ვერ მისწორებ კვლავინდებურად
დამცირებულხარ და ისევ თურმე
მძაფრი ცხოვრება ადიდებულა
მეც ის აღარ ვარ, ვიცვალე ბედი,
ვერ ჩამთვლი მუდამ მკაცრად, აშკარად,
მე მხოლოდ ვუმზერ მოსაწყენს, კეთილს
და უიმედო - ქვეყნის გზაშარას.
არ მაქვს უფლება, არცა ვარ ღირსი
გაგკიცხო თუნდაც ამხანაგურად,
იმ მწვალებელი, ცბიერი გზისთვის,
რომელიც ბედმა ბევრ ქალს არგუნა.
მაგრამ მე ვიცი, შენი ბუნება
შმაგი ცხოვრებით ღელავდა, ძგერდა,
და მეტად ვიდრე მართლმსაჯულებამ ,
ვიცი თუ როგორ აღმოჩნდა ფსკერთან.
იყო დრო, როცა ჩვენ ამ მხარეში
თავი მივეცით ვნებას გარეწარს,
თავაშვებული გვსურდა თარეში,
ჯერ გაფრენა და შემდეგ დალეწვა.
იწვოდი ცეცხლში, ფიქრობდი მწარედ,
გსურდა ალს ჩემთვის მოევლო კალთა