ფანჯრის წინ ვდგავარ გეძახი დედის
რად მემალები სადახარ დედი?
თვალთ ცრემლი მომდის, მომდის და მომდის
განუწყვეტლივ მასველებს დედი...
რატომ ვერ გხედავს ჩემი თვალები?
რომელიც ასე მდუმარე გელის
გთხოვ დამენახე და ნუ მაწვალებ
მეც ხომ სხვისავით შვილი ვარ შენი.
რატომ დამტოვე ამ სიცივეში?
ხელთ დამიტოვე თოჯინა ერთი?
არ მინდა მასთან გართობა ბევრი
მასაც ხომ ჩემსავით გული აქვს ერთი.!.
დალშე ყველა დედას ვულოცავ დედის დგეს ერთს გთხოვთ მეგობრებო მოუარეთ მოეფერეთ მოესიყვარულეთ თქვენს დედიკოებს ნეტა და ოგონდაც მყავდეს ცოცხალი რაას არ დავთმობდი ოგონდაც შემეძლოს ოგონდაც შემეძლოს : ((
რაღაც უსაშველო სევდა მომეძალა,
წარსულს გადავავლე თვალი,
ლამაზ მოგონებებს ცრემლი შეერია,
აღარ დამანებეს თავი
ბავშვობა გამახსენდა, წლები ბედნიერი,
არაფრის არ გვქონდა დარდი.
მერე სტუდენტობა უფრო ულაღესი,
პირველი ჩუქება ვარდის,
ახლა კი ამ ჩემი გადასახედიდან
განვლილ წლებს ცრემლიანს ვხედავ,
ან სად გაფრენილა მომავლის იმედი,
რატომ გაგვიმეტეს ნეტავ?
ომი არ გინახავთო, ამას ჩაგვძახოდნენ,
ხანა დაგიდგათო ტკბილი,
მაგრამ ვინ შეგვარგო, ომიც გავიარეთ
და ის შავი ცხრა აპრილიც.
რატომ დაგვიმსხვრიეს ჩვენი იმედები არ მოგვცეს ღიმილის ნება,
ჩვენი სამაჩაბლო და ჩვენი აფხაზეთი,
რატომ აგვიტირეს ნეტავ?
ვინც ძმად მივიღეთ და ხელი გავუწოდეთ,
ჩექმით დაგვაბიჯა ფეხი,
სწორედ ერთმორწმუნე ერმა გაგვიმეტა
თავზე დაგვატეხა მეხი.
ჩვე