შინდისის გმირებს...
ჩემი ახალი დღის დასაწყისი,
ჩვიდმეტი გმირის სისხლის წვეთია,
დავბადებულვარ მიყვარდეს კერა
და მასზე ფიქრით ღამე მეთია...
შინდისის ველებს ხელზე აწყვია
ტყვიით დაჭრილი გულის ფერდები,
ჩემი სამშობლო გმირთა ხვედრია,
და წიგნის ფურცლის თეთრი გვერდები...
არ შეუშინდით მტერთა სიმრავლეს,
და არც სიმცირეს თანამებრძოლთა,
ჯვარზე გაკრული იდგა მამული,
და ცრემლიანი როგორც გოლგოთა...
დიდება ნაფიც , ღირსეულ დროშას,
აგვისტოს მზესთან ფრიალებს მაღლა.
მეც მინდა თქვენებრ სიკვდილი მერგოს,
თვენებრ სიცოცხლით არ ვიგრძნო დაღლა..
ჩვიდმეტი სანთლის შუქი სულს მითბობს,
წარსულის გზიდან ანათებს კვალი,
მეც ჯარისკაცი ვიქნები მარად,
რომ თქვენს წინაშე ვიხადო ვალი...
ნინო კემულარია
ეს ფოსტი უყურადღებოდ არდატოვოთ! მასჩვენი დახმარება ჭირდება შენ თუ ვერ შეძლებ მისდახმარებას გაიზიარე და იქნებ სხვამ შეძლოს არდაიზაროთ მასძალიან ჭირდება ხალხის დახმარებ :( საბანკო ანგარიში:SAQARTVELOS BANKI "GE09BG0000000430973200"