Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
მაინც დაიწყო ავდრები, კვდება ფერები ქარვის, არავის მოვენატრები, მოვაგონდები არვის. გამჩენსაც ასე უნდოდა, სევდას კბილებით ვკვნეტავ, მაინც გაუძელ გულო და!... მაინც ვაიმე დედავ!... სულიც ვერ გამიხარია ლექსით ნაგვემი ერთობ, მაინც დედაო მარიამ! მაინც იესო ღმერთო! მაინც უფალო გესავ და შენთან საუბარს ვბედავ... როდემდე ასე კვნესა და როდემდე ვაი დედავ!