Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
რა წაიქეცი? ნუ გეშინია,
დაბლიდან უფრო კარგად სჩანს ზეცა.
უფრო მიხვდები გვერდს ვინ ჩაგივლის,
ან ვინ მოგაწვდის გულსაც და ხელსაც
მაგრად გეტკინა? უნდა იცოდე,
თუ როგორია ტკივილის ფასი.
ხო და დაინდობ,შეგებრალება
და შენც არავის არ ატკენ მაშინ.
გადაგიარეს?რა გაეწყობა...
რომ წამოდგები გეცოდინება,
როგორ არ უნდა მოექცე მოძმეს,
თუკი ოდესმე წაფორხილდება.