იმან მიმატოვა, ვინც ვერ მივატოვე,
ვინც გზას დავაყენე, გზიდან გადამაგდო,
სწორედ ამის გამო მიყვარს სიმარტოვე,
და სხვა მიზეზების გამოც. არამარტო
ის, რომ მაწყენინა, ვინც მე გავახარე,
ვინც ღმერთს მივუყვანე, ეშმაკს შემახვედრა,
იმდენს მოვეფერე, დავრჩი განალახი,
სევდით შინაგანად, ლაღი შესახედად.
გავხდი ემოციის კარგი მსახიობი,
თოვლი მაინც ვიყო, სითბოს გამატანდი,
თუმცა ეს ფიფქები მეც ვარ ნაწილობრივ,
ამდენ გულრწფელობის ლამაზ მასკარადით.
წვიმაც უეჭველად სადმე მიმატბორავს,
არის ამინდები მძიმე შედეგებით,
ვინც ვერ მივატოვე, იმან მიმატოვა,
ვინც ვერ მოვინელე, იმას შევერგები.
ღმერთს რა დავაბრალო, ნერვებს ავეჭერი,
ვუძლებ სიცხიანი, მორიგ გაციებებს,
სხვისი აღარ მჯერა - უნდა დავიჯერო,
სანამ ჯანდაბაში არ გამაცილებ
რაღაც მინდა სიყვარულზე მეტი ხან გხედავ და ხან კი ვეღარ გხედავ, შენში ერთ დროს დავინახე ღმერთი, დავინახე უხილავი სევდა.თითქოს ერთხელ მომელანდე მალვით, რაღაც გულში შემეპარა თითქოს, არ მეწადა, არ მინდოდა,მაგრამ ახლა ამ გულს შენი სითბო მითბობს. ერთხელ კიდევ გამიღიმე, მერე. მერე წადი მიმატოვე ისევ. მე დავრჩები მარტოსული ვიცი მოვაგროვებ კვლავ ჩემს სულში ნისლებს. ეს თვალები ისევ ცრემლით ცოცხლობს, უშენობას დაეკარგა ფერი, გთხოვ, რომ ახლა, ზუსტად ახლა, ამ დროს, მაგრძნობინო სითბო და სხვა არაფერი. უგრძნობლობა კვლავ დასჩემდა ჩემს გულს რაღაც გაქრა, გაფერმკრთალდა სულში, სიყვარული სხვა გრძნობებზე მეტი გადიზარდა ჩვეულ სინანულში. შენს თვალებზეც დავინახე ცრემლი, ცრემლი თითქოს მოლანდებას ჰგავდა. მე ხომ მინდა სი
რაღაც მინდა სიყვარულზე მეტიხან გხედავ და ხან კი ვეღარ გხედავ,შენში ერთ დროს დავინახე ღმერთი,დავინახე უხილავი სევდა.თითქოს ერთხელ მომელანდე მალვით,რაღაც გულში შემეპარა თითქოს,არ მეწადა, არ მინდოდა,მაგრამახლა ამ გულს შენი სითბო მითბობს.ერთხელ კიდევ გამიღ...