რა პასუხს გასცემ როგორ აუხსნი,
გული რომ გკითხავს რატომ გაუშვი.
რას ეტყვი ნეტა თავს რით იმართლებ
თუ კიდევ გგონია კვლავ გაგიმართლებს..
სადღა იპოვი მისნაირს ნეტა,
როცა მის გარდა ვერავის ხედავ..
მერე ინანებ, მერე მიხვდები
რომ მისნაირად არვის სჭირდები..
შენ ამ სიყვარულს არ გაუფრთხილდი,
როდის მოგწერდა იმას უცდიდი..
ელოდებოდი მის ნათქვამ სიტყვებს,
შენ კი სიყვარულს მალავდი ისევ..
ამ სიყვარულმა სულ გადაგრია,
მისი დანახვა კვლავ გიხარია,
ის ისევ შენი ერთი ცალია
და თუ დაკარგე შენი ბრალია... <3