უხერხულია სხვის ცოდვებზე
სჯა და ბაასი,
როცა საკუთარს აგროვებ და
მკერდში ინახავ,
ერთხელ რომ მაინც დაგენახა
სული შიგნიდან,
მაშინ ნახავდი რას ატარებ
ანდა ვინა ხარ! ! !
უხერხულია სხვის ცხოვრებას
არქვა მახინჯი,
სხვისი ცხოვრება გაგხდომოდეს
ზოგჯერ საცინლად,
ერთხელ რომ მაინც მოგესმინა
მათი ტკივილი,
ალბათ განკითხვა გექნებოდა
მერე სატირლად.!
არავინ იცის, სად წაგვიყვანს
გზა და ბილიკი,
რა მომავალზე გავაკეთებთ
ანდა არჩევანს,
ვინ ვინ იქნება, რა იქნება,
როგორ იცხოვრებს,
იქნებ მეძავიც გამოსწორდეს,
თუ მოინდომებს,,?
,......
ჭაობში ხედავ შენს მეგობარს?
აქ რას დამდგარხარ!
თუ ხელს გაუწვდი
წამოდგომა
იქნებ ინდომოს,
არ განიკოთხო
ქვეყნად არავინ,
შენს თავს უყურე!
ვისაც რა უნდა,
ის
თვალებგახელილი დამრჩა მოლოდინი
და ჩემს მონატრებას ფერი შეეცვალა,
ხელი რომ გამიშვი, ცოტა დავიბენი,
მერე, უშენობის, შიში შემეპარა,
ჩუმად გიყურებდი როგორ მიდიოდი,
მაგრამ, არ შემეძლო ხელი შემეშალა,
მსურდა, ერთხელ მაინც, უკან მოგეხედა,
მერე კი, უეცრად, თავი შემებრალა,
გულისტკივილი რომ, ვერსად, ვერ დავმალე,
ცრემლით სავსე მზერა, ღიმილს შეეფარა,
როგორ მიყვარდი და როგორ მოგელოდი,
მაგრამ, შენ არ გსურდა რამე შეგეცვალა,
მუხლი მომეკვეთა, ღია კარის, ზღურბლთან,
როცა ჩემს სიყვარულს, ფერი შეეცვალა,
პატარავდებოდა შენი სილუეტი
და თან ის მიგქონდა, ჩემს გულს, რომ ებარა,
ზეცა დასტიროდა, ამ ჩვენს განშორებას,
მერე, გულამომჯდარს, წვიმა მომაბარა,
თვალს რომ მიეფარე, გული მომიკვდა და
მხოლოდ სული დამრჩა