"მერე რა,თუკი ცხოვრება შენი, გაყენებს ტკივილს, რა მოხდა,თუკი შენი გული ხშირ-ხშირად ჩივის, მერე რა,თუკი სადარდებელს ვერავის ანდობ, და შენს ტკივილს და გულისნადებს ცრემლებით ახშობ. რა მოხდა,თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს. ცხოვრება მაინც ლამაზია,სიკვდილს რად ნატრობ? გულს რატომ იტეხ, ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ! ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა, ხვალ ჰპოვებ შვებას, ნუ მისცემ შენს თავს მარცხისა და დაცემის ნებას!"
მომეცი ძალა
ღმერთო მომეცი მე იმის ძალა,
რომ აღვასრულო რაც მავალია.
სამართლიანად განვლო ცხოვრება,
ვთესო სიკეთე, რაც მაბადია.
არ შევუშინდე ბორტს და უგნურს,
შენი ხატება ჩემში მარხია.
მომეცი ძალა ვიყო მოწყალე,
შენი წყალობა არც მე მაკლია.
შემინდე ცოდვილს რაც დავაშავე,
მუხლმოდრეკილი შეგთხოვ უფალო.
მაშორე ავი, მოგმეცი ძალა,
რომ ღირსეულად სიცოცხლე განვვლო.
14.02.2016
მხია კაპანაძე